среда, 15 октября 2008 г.

პროექტის სახელი: „ვაზი და საქართველო“
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშების და ყურძენთან დაკავშირებული ქართული ტრადიციების მოძიება და გაცნობა.
პროექტის სრული აღწერა: საქრთველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ტრადიციები უძველესი დროიდან მოდის. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ და გაეცნონ საქართველოს სახვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს, მის მოვლას, ღვინის დაყენებას, მისი შენახვის წესებს, ჭურჭელს, მარანს. აგრეთვე, რა პროდუქტებს ამზადებენ ყურძნისგან (ჩამიჩი, ბადაგი, ჩურჩხელა, ტყლაპი და ა.შ.). გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ქართულ სუფრას. შეგროვებული მასალის მიხედვით შექმნიან ფოტოალბომს, ჩანახატებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-17 წელი / მე-5 - მე-12 კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით. ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, პრეზენტაციის, ვიქტორინის, გამოფენის გამართვა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, პრეზენტაცია, ბროშურა, ფოტოებისა და ნახატების გამოფენის მოწყობა. ბლოგი შეგროვებული მასალების მიხედვით, ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებების ალბომი.
სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციებს, ყურძნისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტებს და ქართული ვაზისა და ღვინის მნიშვნელობას მსოფლიოში.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი...) სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, სადაც ვაზზეა საუბარი. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
გეოგრაფია - გაეცნობიან საქართველოს იმ კუთხეების გეოგრაფიას, სადაც ვაზია გავრცელებული, კლიმატს, რომელი ჯიშისთვის რომელი კუთხეა უფრო ხელსაყრელი და კარგად ხარობს.
ისტორია - გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ისტორიას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, რა გავლენა იქონია კონკრეტული კუთხის ისტორიამ იქ გავრცელებული ვაზის ჯიშების განვითარებაზე.
ბიოლოგია - გაეცნობიან და შეისწავლიან ვაზის, როგორც მცენარის ზრდა-განვითარებას, მისი მოვლის (მორწყვა, გასხლვა, შეწამვლა და ა.შ.) წესებს, რომელი ნიადაგია უფრო ხელსაყრელი კონკრეტული ვაზის ჯიშისთვის.
ხელოვნება - ხელოვნების სხვადასვა დარგების გაცნობა, სადაც ვაზია მთავარი თემა (ტილოები, ქანდაკებები, არქიტექტურული ძეგლები, ეკლესიები. ფარდაგები, გობელენები.
მუსიკა: ვაზის თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმობები, ხალხური სიმღერები, საგალობლები.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: თბილისის 52-ე საჯარო სკოლა,
წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახ. მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თინიკო თაბაგარი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tintabagari@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea0b5cd
პროექტის ვებ-გვერდის/ბლოგი: http://vazi-saqartvelo.blogspot.com/